კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Husqvarna აფასებს თქვენს ინტერესს კომპანიისა და მისი პროდუქტების მიმართ. ჩვენ გთხოვთ და დაჟინებით გირჩევთ, რომ ამ ვებსაიტისა და შესაბამისი ქვე-საიტებით (ერთად „საიტი) სარგებლობამდე ყურადღებით წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. კონფიდენციალურობის პოლიტიკა აკონკრეტებს, რა სახის ინფორმაციას აგროვებს Husqvarna AB (publ)/GARDENA GmbH ან მისი ჯგუფის კომპანიები, შვილობილი კომპანიები ან ფილიალის ოფისები (ერთად HUSQVARNA) ან მესამე მხარეები HUSQVARNA-ს სახელით ამ საიტიდან და რა ზომებია მიღებული თქვენი პირადი ინფორმაციის დასაცავად. თუ არ დაეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ამ საიტით ვერ ისარგებლებთ. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს დროდადრო, ამიტომ გთხოვთ, ის პერიოდულად კვლავ შეამოწმოთ.
ზოგადი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ჩვენს ფუნქციაში და აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად და ზოგიერთ ჩვენს პროდუქციაზე და სერვისზე წვდომის მოსაპოვებლად, აუცილებელია საიტის გარკვეულ ნაწილებზე მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს იდენტიფიცირებას, როგორც არის თქვენი ელფოსტის მისამართი, სახელი, საფოსტო მისამართი, სატელეფონო ნომერი და სოც. დაზღვევის ნომერი („პირადი მონაცემები“). ამიტომ, თქვენ სრულად უნდა გაიგოთ და არაორაზროვნად დაგვეთანხმოთ პირადი ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებაზე და გადაცემაზე, როგორც აღნიშნულია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გაწერილი პირობებით.
პირადი მონაცემებისა და მომხმარებლის სხვა ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით HUSQVARNA-ს, დაცულია მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით. პირადი ინფორმაცია ინახება და იმართება HUSQVARNA-ს მიერ და გამოიყენება ჩვენი პროდუქტების და/ან ინტერნეტ სერვისების დასახვეწად. თუ თქვენ გადმოგვცემთ შემდგომ პირად ინფორმაციას, რომ სანაცვლოდ მიიღოთ ინფორმაცია ჩვენგან — მაგალითად ბროშურებს, კატალოგებს — ჩვენ შევაგროვებთ და შევინახავთ ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, შევასრულოთ თქვენი საინფორმაციო მოთხოვნა. ინფორმაცია შენახული იქნება გონივრულად დაცულ გარემოში იმ დროის პერიოდით, რომელსაც HUSQVARNA ჩათვლის საჭიროდ თქვენთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის. თუ გსურთ, ამოშალოთ ზოგიერთი თქვენი მონაცემი ჩვენი რეესტრიდან, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Husqvarna [საქართველოს] ამ [ელ.ფოსტის მისამართზე]ან ჩვენს საფოსტო მისამართზე [საფოსტო მისამართი].
HUSQVARNA-მ შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი არააუცილებელი ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ არსებული ინფორმაციის გასაუმჯობესებლად, პირდაპირი მარკეტინგის საწარმოებლად ან თქვენს მოსაწვევად კონკურსებში. თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ ასეთ თხოვნებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
HUSQVARNA ასევე აგროვებს არაპერსონალურ ინფორმაციას ჩვენი საიტის გამოყენების შესახებ. ეს ინფორმაცია გროვდება აგრეგაციის საფუძველზე და მხოლოდ გამოიყენება შიდა მიზნებისთვის, რომ დაგვეხმაროს, დავხვეწოთ თქვენი გამოცდილება ინტერნეტში და გაგიადვილოთ ჩვენი საიტის მონახულება. HUSQVARNA-მ შეიძლება დაუკავშიროს ეს ინფორმაცია მომხმარებლის პირად მონაცემებს, რათა დაადგინოს, რომელი მომხმარებელი რა მასალას ეცნობა, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ საიტი.
HUSQVARNA გაცნობიერებულად არ აგროვებს პირად ინფორმაციას 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისგან და მისი ვებსაიტი არ არის გამიზნული ასეთი პირებისთვის. მშობლებსა და მეურვეებს ვურჩევთ, აქტიური ინტერესი გამოიჩინონ ბავშვების ინტერნეტ აქტივობებსა და ინტერესებში.
პირადი მონაცემების გადატანა
HUSQVARNA არ გადასცემს (გარდა მარშრუტიზაციის მიზნებისთვის) პირად ინფორმაციას, რომელსაც თქვენ აწვდით საიტის საშუალებით მესამე მხარეებს, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: (ა) თუ მიცემული გაქვთ თანხმობა; (ბ) მოთხოვნილია კანონით ან გაცემულია სასამართლო ბრძანება; (ც) HUSQVARNA-ს საკუთრების უფლების დასაცავად; (დ) საიტის მომხმარებლების პირადი უსაფრთხოების დასაცავად; (ე) პირებს ან კომპანიებს, რომლებთანაც HUSQVARNA-ს დადებული აქვს კონტრაქტები, რომ აწარმოოს საიტის ან ჩვენი საქმიანობის შიდა ოპერაციები; ან როდესაც (ფ) ჩვენ გონივრულად ვფიქრობთ, რომ ეს ექვემდებარება კანონს, კანონიერ ჩარჩოს ან ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს სამართლიანი მოპყრობის პრინციპებს და შეესაბამება პირადი ინფორმაციის დაცვის ადექვატურ დონეს. HUSQVARNA იტოვებს უფლებას, დაუკავშირდეს შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს კომპანიის შეხედულებისამებრ, თუ ის შეამჩნევს აქტივობებს, რომლებიც შეიძლება იყოს არაკანონიერი ან არღვევდეს HUSQVARNA-ს მოხმარების პირობებს.
ქუქი-ფაილები
ეს საიტი შეიძლება იყენებდეს ტექნოლოგიას, სახელწოდებით „ქუქი-ფაილები“. ქუქი-ფაილები არის ინფორმაციის შემცველი მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერზე იმ ვებგვერდის მიერ, რომელსაც თქვენ სტუმრობთ. ისინი გამოიყენება საიტის დამატებითი ფუნქციონალობის უზრუნველსაყოფად და საიტის გამოყენების გაანალიზებაში ჩვენს დასახმარებლად.
არსებობს ორი ტიპის ქუქი-ფაილი:
- ერთ-ერთი გამოიყენება ისეთი ინფორმაციის „დასამახსოვრებლად“, როგორიც არის თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი და ინახება თქვენს კომპიუტერზე იმ დრომდე, სანამ არ გადაწყვეტთ ამ გამოწერილი სერვისიდან „გამოსვლას“. თუ თქვენ არ გამოიყენებთ ფუნქციას „მომავალში არ მკითხოთ ჩემი მომხარებლის სახელი და პაროლი“, მაშინ ასეთი ქუქი-ფაილები არასოდეს შეინახება თქვენს კომპიუტერში.
- სხვაგვარია ეგრეთ წოდებული სესიური ქუქი-ფაილი. მაგალითად, ის გამოიყენება იმისათვის, რომ თვალი ადევნოს, თუ რომელი ენა აირჩიეთ ვებგვერდზე. იმ დროს, როდესაც მოინახულებთ საიტს, ასეთი ქუქი-ფაილები დროებით შეინახება თქვენი კომპიუტერის მეხსიერებაში. სესიური ქუქი-ფაილები არ ინახება დიდი ხნით თქვენს კომპიუტერში და, ჩვეულებრივ, უჩინარდება ვებ-ბრაუზერის დახურვის დროს. ქუქი-ფაილების გამოყენებით HUSQVARNA იმედოვნებს ჩვენი სტუმრებისთვის უფრო შესაბამისი ინფორმაციის შექმნას.
ხარისხი
HUSQVARNA იღებს გონივრულ ზომებს, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენგან შეგროვებული პირადი ინფორმაცია ზუსტი, სრული და განახლებულია. თუმცა, თქვენი ვალდებულებაა, შეგროვებისას მოგვაწოდოთ მხოლოდ ზუსტი, სრული და უახლესი პირადი ინფორმაცია. თუ თქვენ მოგვიანებით დაადგენთ, რომ პირადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია არ არის სწორი, სრული და უახლესი, ჩვენ თქვენ მიერ დაწერილი ცნობის საფუძველზე მივიღებთ გონივრულ ზომებს პირადი ინფორმაციის შესასწორებლად. თქვენ, ასევე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რომელი პირადი მონაცემი შეაგროვა HUSQVARNA-მ თქვენგან. თუ გსურთ, მიიღოთ ასეთი ინფორმაცია, გთხოვთ, ფოსტით გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი მოთხოვნა.
დაცვა
მიუხედავად იმისა, რომ HUSQVARNA არ იძლევა გარანტიას უნებართვო წვდომის შესაძლებლობაზე, დარწმუნებული იყავით, რომ HUSQVARNA დიდ სიფრთხილეს იჩენს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვის საკითხში და ხელს უშლის უნებართვო წვდომას და იყენებს გონივრულ ფაგრლებში სათანადო ტექნოლოგიებს და შიდა პროცედურებს.
სხვა ვებსაიტები
ეს საიტი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარეების ვებსაიტების ბმულებს. HUSQVARNA არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარეების ვებსაიტების შიგთავსზე ან კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე, რომელიც შეიძლება მიბმული იყოს საიტზე. ასეთმა ვებსაიტებმა შეიძლება მოათავსონ თქვენს კომპიუტერში თავიანთი ქუქი-ფაილები და/ან ჰქონდეთ სხვა მეთოდები, შეაგროვონ და დაამუშაონ პირადი ინფორმაცია. ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, მათ გამოყენებამდე გაეცნოთ მესამე მხარეების ვებსაიტების კონფიდენციალურობის პრაქტიკებს.
ცვლილებები
HUSQVARNA იტოვებს უფლებას, თავად გადაწყვიტოს, შეცვალოს, მოდიფიცირება გაუკეთოს, რამე დაამატოს ან მოაკლოს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები მოქმედებაში შევა საიტზე გამოქვეყნებისას. თქვენ მიერ საიტის გამოყენების გაგრძელება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნებისმიერი ცვლილების გამოქვეყნების შემდეგ ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამ ცვლილებებს.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა 2014 წლის 25 ნოემბერს.