ქუქი-ფაილები
ეს საიტი შეიძლება იყენებდეს ტექნოლოგიას, სახელწოდებით „ქუქი-ფაილები“. ქუქი-ფაილები არის ინფორმაციის შემცველი მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერზე იმ ვებგვერდის მიერ, რომელსაც თქვენ სტუმრობთ. ისინი გამოიყენება საიტის დამატებითი ფუნქციონალობის უზრუნველსაყოფად და საიტის გამოყენების გაანალიზებაში ჩვენს დასახმარებლად.
არსებობს ორი ტიპის ქუქი-ფაილი:
- მუდმივი ქუქი-ფაილი: ამ სახის ქუქი-ფაილი გამოიყენება სეანსებს შორის ინფორმაციის, პარამეტრების, პრიორიტეტების ან სისტემაში შესვლის ტოკენების „დასამახსოვრებლად“. მისი მიზანია ვებსაიტის უფრო კომფორტული და სწრაფი გამოყენების გამოცდილების შექმნა. ამ ქუქი-ფაილებს ვადის გასვლის თარიღს ვებსერვერი ანიჭებს.
- სეანსის ქუქი-ფაილი: ქუქი-ფაილის ეს სახეობა გამოიყენება, რომ თვალი ადევნოს, მაგალითად, ენას, რომელიც თქვენ აირჩიეთ ამ ვებსაიტზე. იმ დროს, როდესაც მოინახულებთ საიტს, ასეთი ქუქი-ფაილები დროებით შეინახება თქვენი კომპიუტერის მეხსიერებაში. როგორც წესი, სეანსის ქუქი-ფაილი ვებბრაუზერის დახურვისთანავე ქრება.
ქუქი-ფაილების კლასიფიცირებას მათი დანიშნულების მიხედვით ვახდენთ:
- აუცილებლად საჭირო: ეს ქუქი-ფაილები აუცილებელია ვებსაიტის მუშაობისთვის და ჩვენს სისტემებში მათი გამორთვა შეუძლებელია. მათი გამოყენება ხდება მხოლოდ თქვენ მიერ შესრულებული მოქმედებების საპასუხოდ, მაგალითად, როცა ითხოვთ მომსახურებას, როგორიცაა კონფიდენციალურობის პარამეტრების დაყენება, სისტემაში შესვლა ან ბლანკების შევსება. შეგიძლიათ ბრაუზერს დააბლოკვინოთ ეს ქუქი-ფაილები ან მათ შესახებ გაფრთხილებები გამოაგზავნინოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვებსაიტის ზოგიერთი ნაწილი არ იმუშავებს. ეს ქუქი-ფაილები პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არ ინახავს.
- მუშაობის ეფექტურობა: ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, დავითვალოთ ვიზიტების რაოდენობა და ტრაფიკის წყაროები, რათა გავზომოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი საიტის მუშაობის ეფექტურობა. ისინი გვეხმარება გავიგოთ, რომელი გვერდებია ყველაზე მეტად ან ნაკლებად პოპულარული და საიტის რომელ ნაწილს ათვალიერებენ სტუმრები. ამ ქუქი-ფაილების მიერ შეგროვებული მთელი ინფორმაცია აგრეგირებული და შესაბამისად ანონიმურია. თუ ამ ქუქი-ფაილებზე ნებართვას არ გასცემთ, ვერ გავიგებთ, როდის ესტუმრეთ ჩვენს საიტს და მისი მუშაობის ეფექტურობას ვერ გავაკონტროლებთ.
- ფუნქციონალი: ეს ქუქი-ფაილები ვებსაიტს საშუალებას აძლევს, მოგაწოდოთ გაუმჯობესებული ფუნქციონალი და ინდივიდუალიზაცია. ისინი შეიძლება დავაყენოთ ჩვენ ან მესამე მხარის პროვაიდერებმა, რომელთა სერვისებიც გვერდებზე გვაქვს დამატებული. თუ ამ ქუქი-ფაილებზე ნებართვას არ გასცემთ, აღნიშნულმა სერვისებმა შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გამართულად ვერ იმუშაონ.
- მარკეტინგი: ეს ქუქი-ფაილები სარეკლამო პარტნიორებმა შეიძლება დააყენონ ჩვენი საიტის მეშვეობით. ისინი სარეკლამო კომპანიებმა შეიძლება გამოიყენონ თქვენი ინტერესების პროფილის შესაქმნელად და სხვა საიტებზე შესაფერისი რეკლამების საჩვენებლად. ისინი პირდაპირ არ ინახავს პერსონალურ ინფორმაციას, არამედ თქვენი ბრაუზერისა და ინტერნეტმოწყობილობის უნიკალურ იდენტიფიკაციას ეფუძნება. თუ ამ ქუქი-ფაილებზე ნებართვას არ გასცემთ, ნაკლებად მიზნობრივ რეკლამებს მიიღებთ.
- გარე/სოციალური მედია: ამ ქუქი-ფაილებს იყენებს სოციალური მედიის მთელი რიგი სერვისები, რომლებიც ჩვენს საიტზე გვაქვს დამატებული. ისინი გეხმარებათ, ჩვენი კონტენტი მეგობრებს გაუზიაროთ სოციალურ ქსელებში. მათ შეუძლია თვალი მიადევნოს თქვენს ბრაუზერს სხვადასხვა საიტზე და თქვენი ინტერესების პროფილი შექმნას. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს კონტენტსა და შეტყობინებებზე, რომლებსაც ნახავთ სხვა ვებსაიტებზე სტუმრობისას. თუ ამ ქუქი-ფაილებზე ნებართვას არ გასცემთ, შეიძლება ვერ მოახერხოთ გაზიარების ხელსაწყოების ნახვა და გამოყენება.
ქუქი-ფაილები, რომლების გამოიყენება საიტზე husqvarna.com
ქუქი-ფაილი | ქუქი-ფაილის სახელი | ხანგრძლივობა | კატეგორია | აღწერილობა |
---|---|---|---|---|
ASP.NET | sessionid | სესია | ფუნქციონალი | ეს ქუქი-ფაილი დაყენებულია ჩვენი შიგთავსის მართვის სისტემის მიერ husqvarna.com ვებსაიტზე შესვლისთანავე. ის გამოიყენება მომხმარებლის ASP.NET სესიის დასადგენად (ASP.NET არის ვებ-პროგრამის ჩარჩო, რომელიც თავდაპირველად შეიმუშავა Microsoft-მა) და Husqvarna არ იყენებს მას სხვა მიზნებისთვის. |
DoubleClick | IDE, DSID | 390 დღე | მარკეტინგი |
გამოიყენება სხვა ვებსაიტებზე ჩვენი ინტერნეტ-რეკლამების განსათავსებლად. ზოგიერთი ჩვენი ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ელექტრონულ სურათებს, რაც გვეხმარება, დავინახოთ ამ გვერდებზე მომხმარებელთა ინტერაქცია. მათ მიერ შესაძლოა ასევე მოხდეს DoubleClick-ის უზრუნველყოფა ინფორმაციით ინტერაქციის შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აქ დააწკაპუნეთ. |
fr, _fbp, _fbc | 90 დღე | გარე/სოციალური მედია |
გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი Facebook რეკლამების ეფექტურობის შესახებ და საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სარეკლამო კამპანიები მივმართოთ მომხმარებლებისკენ, რომლებიც იყენებენ ჩვენს ვებსაიტებს და მსგავსი ინტერესების ან პროფილის მქონე მომხმარებლებისკენ. პიქსელის საბაზისო კოდი თვალს ადევნებს ჩვენს ვებსაიტზე აქტივობას (ინფორმაციის შეგროვებას, როგორიცაა IP მისამართები, ვებბრაუზერის ინფორმაცია, ვებგვერდის მდებარეობა, პიქსელის საიდენტიფიკაციო ნომერი და ნებისმიერი ღილაკის ინფორმაცია, რომელზეც დააწკაპუნეთ ჩვენი ვებსაიტების მონახულებისას), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული მოვლენების გაზომვის საფუძველს. მოვლენების გაზომვით ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ჩავიწეროთ ვებსაიტის ტრაფიკი, ხოლო Facebook-ს საშუალების მიეცეს, გამოიყენოს ის, როგორც საფუძველი Facebook-ზე აუდიტორიის შესაქმნელად, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრისთვის. ასევე, იხილეთ ჩვენი დებულება გარე კონფიდენციალურობის შესახებ. Facebook-ის ქუქი-ფაილებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად აქ დააწკაპუნეთ. | |
Google Ads | NID, SID | 6 თვე | მარკეტინგი |
ხელს უწყობს რეკლამების ინდივიდუალიზაციას Google-ის სერვისებში, როგორიცაა Google-ის ძიება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აქ დააწკაპუნეთ. |
Google Analytics | _dc_gtm, _ga, _gat, _gcl_au, _gid | 2 წელი, 1 დღე, 1 წუთი | მუშაობის ეფექტურობა |
Google Analytics ჩვენი საიტის მუშაობის ეფექტურობის გასაზომად და გასაუმჯობესებლად გამოიყენება. სენსიტიური ან პიროვნების ამომცნობი ინფორმაცია არ ინახება. იმისათვის, რომ შეიტყოთ მეტი Google-ის ქუქი-ფაილების უარყოფის ან წაშლის შესახებ, აქ დააწკაპუნეთ. |
Husqvarna Tracking | hqTracking | 30 წუთი | მარკეტინგი | გამოიყენება ნანახი გვერდებისა და ვებსაიტზე დახარჯული დროისთვის თვალის მისადევნებლად. |
Husqvarna, ასევე, იყენებს Google Analytics-ის ქუქი-ფაილებს, რათა შეძლოს ამოიცნოს გარკვეული დემოგრაფიული ინფორმაცია მარკეტინგის მიზნებისთვის. Husqvarna-სთვის ანონიმური რჩება მომხმარებელი, რომელიც მიიღებს არჩეულ ინფორმაციას მიმწოდებლისგან, რაც მას დაეხმარება საბაზრო აქტივობების უფრო ეფექტურ მიზნობრივ დაგეგმვაში. კლიენტის ID ანონიმურად განსაზღვრავს სტუმრებს მრავალ სესიას შორის და წაშლამდე 26 თვით ინახება.
თუ არ გსურთ, დაეთანხმოთ Husqvarna-ს მიერ ქუქი-ფაილების გამოყენებას, ბრაუზერთა უმრავლესობა საშუალებას იძლევა, უარი თქვათ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. თუმცა, ამან შეიძლება შეზღუდოს ფუნქციონალურობა და თქვენ მიერ ამ საიტის გამოყენება.
ეს ტექსტი ბოლოს 2021 წლის 28 მაისს განახლდა.